გაყიდვების ოფიცერი

ფრეიმვორკის გუნდში ვეძებთ გაყიდვების ოფიცერს
ლოკაცია დისტანციური
ანაზღაურება პროცენტული
დედლაინი 29.08.2025
- ფრეიმვორკის შესახებ
ფრეიმვორკი ქართული ტექ-ჰოლდინგია, რომელიც ციფრულ პროდუქტებს აერთიანებს. გარდა ამისა, კომპანიებს საიტების, აპლიკაციებისა და სხვა სისტემების დეველოპმენტის სერვისს ვთავაზობთ.

- რა გვჭირდება
უნდა მოძებნო და გვიშუამავლო კლიენტებთან. კომპანიებსა და სტარტაპებს უნდა შესთავაზო ჩვენი მომსახურება, საიტის ან აპლიკაციის შექმნა ან გაყიდო ჩვენი მზა პროდუქტები (საიტები).

- რა უნდა იცოდე
მთავარი შენი მონდომებაა, განათლებასა და ორმოცწლიან გამოცდილებას არ ვუყურებთ. მთლად უკეთესი იქნება, თუ ციფრული სფეროს გაყიდვებში გექნება ცოტა გამოცდილება მაინც.

- როგორ იმუშავებ
ამ ეტაპზე დისტანციურად, სამუშაო გრაფიკი არ გვაქვს, იმუშავე როცა გაგიხარდება. მთავარია საქმეს პასუხისმგებლობით მიუდგე, სწორად განსაზღვრო დედლაინები და მოასწრო. ფრეიმვორკის კონცეფცია მეგობრობაზეა დაფუძნებული. რიგითი თანამშრომელი არ იქნები, ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდები.
მუშაობის ყოველ ნაბიჯზე უშუალო კომუნიკაცია გექნება ოპერაციულ მენეჯერთან, მარტოს არ დაგტოვებთ. 🫰

დაინტერესების შემთხვევაში ატვირთე შენი CV აპლიკაციის ფორმაში. კომენტარის სექციაში შეგიძლია მიუთითო დამატებითი ინფორმაციაც შენ შესახებ.

- ანაზღაურება
მიიღებ წინასწარ შეთანხმებულ პროცენტს თითოეული გაყიდვიდან. მაგალითად, თუ გაგვაფორმებინე 10 000 ლარიანი ხელშეკრულება და პროცენტული მაჩვენებელი გაქვს 10%, ამ ერთი ხელშეკრულებიდან მიიღებ 1000 ლარს (GROSS).

- შერჩევის პროცესი
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. შენი კვალიფიკაციის შესაბამისად შემოგთავაზებთ პროცენტს, რომელსაც თითოეული შენი გაყიდვიდან მიიღებ ორ ეტაპად, ნახევარს პროექტის დაწყებისთანავე და მეორე ნახევარს პროექტის ჩაბარების შემდეგ.

- შერჩევის ეტაპები
1. კანდიდატების პირველადი განხილვა;
2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (ზოგადი);
3. ოფერი.

გაითვალისწინე, რომ პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერე - [email protected].

აბა, წარმატებები! 😎
⚠️
ვაკანსია დაიხურა
სხვა ვაკანსიების სანახავად დაბრუნდი მთავარზე